ხშირად დასმული კითხვები

კითხვარა და რა სახეობის შპალერები არსაბობს?

პასუხი: შპალერს დაყოფა შეიძლება ზედაპირის შრის და ფუძე ქაღალდის შემადგენლობის მიხედვით. ძირითადად გვხვდება ვინილის(პოლივინილხლორიდი) შრით დაფარული შპალერი , ხშირად მას ვინილის შპალერს უწოდებენ. ვინილის შრე თავის მხრივ შეიძლება იყოს
1.მკრივი და ღრმად დატვიფრული ანუ ემბოსირებული ,ზედაპირი რელიეფური და მკვრივია.
2.მკვრივი დატვიფრული, ზედაპირი მკვრივი და ნაკლებად რელიეფურია.
3. ქაფისებრი-გრავირებული,ზედაპირი რბილია და რელიეფური.
ფუძე-ქაღალდი ტრადიციულად შედგებოდა ქაღალდისგან თუმცა თანამედროვე წარმოებაში ჩანაცვლებულია არაქსოვადი ნაჭრით - ფლიზელინით რომელიც შეიცავს ნაჭრის ბოჭკოებს და ქაღალდთან შედარებით რბილია, ხშირად მოიხსენიება როგორც ფლიზელინის შპალერი.  გავრცელებულია ასევე სუფთა ქაღალდის ან სუფთა ფლიზელინის შპალერი ვინილის ზედაპირის გარეშე. აღსანიშნავია ასევე  შესაღები შპალერი რომელიც ასევე ვინილის თეთრი შრით დაფარული ფლიზელინია. ნაკლებადაა გავრცელებული ტექსტილის შპალერი მაღალი ფასის გამო.

 

 კითხვა:  როგორ დავთვალოთ ოთახისთვის საჭირო რულონების რაოდენობა?

 პასუხი: სტანდარტული ერთი რულონი სიგანით 0.53მ ფარავს 1.5 გრძივ მეტრ კედელს, არასტანდარტული სიგანით 0.7მ. ფარავს 2.1 გრძივ მეტრ კედელს. ოთახისთვის საჭირო რაოდენობის რულონების დასათვლელად უნდა გავზომოთ ოთახის პერიმეტრი (ოთახის კედლების საერთო სიგრძე) გამოვაკლოთ კარ-ფანჯრის საერთო სიგრძე და მიღებული რიცხვი გავყოთ 1.5-ზე ან 2.1-ზე - ფართე რულონის შემთხვევაში. მაგ.: თუ ოთახის პერიმეტრია 15მ. დაგვჭირდება 15/1.5 -10 რულონი ან 15/2.1-8 რულონი. თუ ჭერის სიმაღლე აღემატება 3.3 მ საჭირო რულონების რაოდენობა იზრდება ასევე გასათვალისწინებელია ნახატის ანუ ე.წ. უზორის არსებობა.

კითხვა:რა ფასად შეიძლება ევროპული წარმოების შპალერის შეძენა?

პასუხი: ევროპის მთავარი შპალერის მწარმოებელი ქვეყნებია: გერმანია, იტალია და ბელგია, შესაბამისად ჩვენ ბაზარზეც გავრცელებულია ამ სამი ქვეყნის წარმოების შპალერი. შპალერის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ ზედაპიირის დამუშავების ხარისხი და კოლექციის სიახლე. საშუალოდ გერმანული და ბელგიური ახალი კოლექციის სტანდარტული რულონის ფასი მერყეობს 25-35 ლარის ფარგლებში. იტალიური შპალერი გამოირჩევა ზედაპირის რელიეფური დამუშავების ნატიფი ხარისხით, ფასიც შედარებით მაღალია, თუმცა ყოველთვის შესაძლებელია ფასდაკლებული კოლექციების დაბალ ფასად შეძენა. აღსანიშნავია ჩინური წარმოების შპალერის მზარდი რაოდენობა ბაზარზე, ჩინური წარმოების შპალერის სტანდარტული რულონის ფასები მერყეობს დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში.
 

კითხვა:  საღებავი თუ შპალერი?

პასუხი: შპალერსაც და საღებავსაც აქვს თავისი უპირატესობები. შეღებვა შედარებით ნაკლებ შრომას მოითხოვს, ფერების არჩევა-დამზადებაც ჩვენი გემოვნებითაა შესაძლებელი, შესაბამისად მიღებული ეფექტის წინასწარ განსაზღვრა უფრო ადვილია.
შპალერის მთავარი უპირატესობა ფერთა გამის შეხამების სიმდიდრე და რელიეფის არსებობაა რაც კედლებს გამორჩეულ სახეს აძლევს, შპალერს ასევე გააჩნია მკვრივი და ადვილად წმენდადი ზედაპირი. თუ თქვენი არჩევანი საღებავზე გაჩერდა ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ შესაღები შპალერი, ის დაიცავს თქვენ  კედლებს დასკდომისგან, მისცემს კედელს სასურველი ფორმის ღრმა ან უმნიშვნელო რელიეფს და რაც მთავარია საღებავის ფარვა იქნება უფრო თანაბარი, ხარისხიანი და ეკონომიური. გავრცელებულია ასევე გლუვი ფლიზელინის გამოყენება მუყაო-თაბაშირის ჭერების დასაფარად.

 კითხვა: როგორ ავარჩიოთ შპალერი?

 პასუხი: რთულია კატალოგის ან რულონის დათვალიერებისას წარმოიდგინო თუ როგორი იქნება შპალერი ოთახში გაკვრის შემდეგ, ზოგადად უფრო რთულია მუქი ან თეთრი შპალერის არჩევა, შესაძლებელია გამუქდეს ოთახი ან არ მიიღოთ სასურველი ეფექტი.
ჩვენი რჩევაა წინასწარ ნახოთ გაკრული შპალერი, თუ ეს შეუძლებელია გააკარით ერთი რულონი  დაათვალიერეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება გააკრათ თუ არა  ოთახში.